ზელენსკის განცხადებით, მსოფლიო მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მსოფლიო მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. ამის შესახებ პრეზიდენტმა CNN-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.

„არა მხოლოდ მე - მთელმა მსოფლიომ, ყველა ქვეყანამ უნდა ინერვიულოს, რადგან ეს შეიძლება არ იყოს რეალური ინფორმაცია, მაგრამ შეიძლება იყოს სიმართლე. მათ ეს შეუძლიათ გააკეთონ, რადგან მათთვის ხალხის სიცოცხლე არაფერია. არ უნდა შეგეშინდეთ, მაგრამ მზად ვიყოთ. ეს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი მსოფლიოს საკითხია“, - თქვა ზელენსკიმ.

რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საზღვაო ხომალდი ჩაიძირა შავ ზღვაში, რაც უკრაინის თქმით, სარაკეტო დარტყმის შედეგი იყო.

აშშ-ის ოფიციალური პირები გააფრთხილეს იმის შესახებ, რომ პუტინმა შურისძიების მიზნით, შესაძლოა უკრაინაში ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება სცადოს. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა ბილ ბერნსმა თქვა, რომ სააგენტო „ძალიან ყურადღებით" ადევნებს თვალს ამ შესაძლებლობას და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ს ჯერ არ უნახავს რაიმე ნიშანი იმისა, რომ რუსეთი ემზადება ასეთი ნაბიჯის გადასადგმელად.

”პრეზიდენტ პუტინისა და რუსეთის ხელმძღვანელობის პოტენციური სასოწარკვეთის გათვალისწინებით, იმ წარუმატებლობის გათვალისწინებით, რაც მათ აქამდე ჰქონდათ სამხედრო თვალსაზრისით, ვერც ერთი ჩვენგანი ვერ მიიღებს მსუბუქად იმ საფრთხეს, რომელიც მოჰყვება პოტენციურ საფრთხის გამოყენებას ტაქტიკურ ბირთვულ იარაღზე ან დაბალი წარმადობის ბირთვულ იარაღზე“,- განაცხადა ბილ ბერნსმა.