რას ამბობს ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - შეეცვლება თუ არა ბრალდება დაკავებულს
1732276871
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხარკოვის რეგიონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში უკრაინელი სამხედროების მოწინავე პოზიციები მოინახულა. ადგილიდან ფოტოები უკრაინულ მედიაში გავრცელდა.
პრეზიდენტის აპარატის პრესსამსახურის ცნობით, სახელმწიფოს მეთაური ქვედანაყოფების პასუხისმგებლობის ზონაში ოპერატიულ ვითარებას გაეცნო.
ზელენსკიმ სამხედროებს სახელმწიფო ჯილდოები და ძვირფასი საჩუქრები გადასცა და უკრაინის დამცველებს გაესაუბრა.
„მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს გაწეული სამსახურისთვის. თქვენ რისკავთ თქვენს სიცოცხლეს ყველა ჩვენგანისთვის და ჩვენი სახელმწიფოსთვის. გმადლობთ, რომ იცავთ უკრაინის დამოუკიდებლობას. გაუფრთხილდით საკუთარ თავს!" - განაცხადა პრეზიდენტმა.