დღეს უკრაინაში კიევის დღე აღინიშნება

29 მაისს უკრაინაში კიევის დღე აღინიშნება. კიევის დღე პირველად 1982 წელს, ქალაქის 1 500 წლის იუბილეზე აღინიშნა. 

 

 

დღესასწაული მოქალაქეებს ქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ მიულოცა.

„ჩვენი დაუძლეველი და ლამაზი ქალაქი დნეპრზე 1540 წელი ამაყად დგას, ჩვენ ერთად კიდევ უკეთესს ვქმნით. ძვირფასო კიეველებო, გილოცავთ კიევის დღეს, გილოცავთ საყვარელი ქალაქის დღეს“, - განაცხადა კლიჩკომ.