ზელენსკი: უკრაინის ყველა ქალაქსა და თემში რუსეთმა აჩვენა, რეალურად რა სურს და რა შეუძლია მოუტანოს კიშინიოვს, თბილისს, ჰელსინკს, ვილნიუსს, ვარშავას, პრაღას

უკრაინის პრეზიდენტი

„უკრაინის ყველა ქალაქსა და თემში რუსეთმა აჩვენა, რეალურად, რისი მოტანა სურს და რა შეუძლია ევროპაში - რა შეუძლია მოუტანოს კიშინიოვს, თბილისს, ჰელსინკს, ვილნიუსს, ვარშავას, პრაღას, ყველა იმ ქალაქსა და ქვეყანას, რომლებსაც რუსი სახელმწიფო პროპაგანდისტები დიდი ხანია ღიად ასახელებენ მოსკოვის სავარაუდო მტრებად“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. 

„სარაკეტო დარტყმები, საჰაერო თავდასხმები, არტილერია, ტანკები - ყველაფერი! რუსეთის ჯარებმა არაფერი დაიშურეს, რომ დაგვხოცონ, უკრაინელები დახოცონ და ჩვენი მიწა გაანადგურონ. ორ თვეში მათ ჩვენ წინააღმდეგ 1100-ზე მეტი რაკეტა გამოიყენეს. უთვალავი ბომბი და არტილერია. აწამეს, ძარცვავდნენ, სიკვდილით სჯიდნენ. მათ ჩვენი მიწა დანაღმეს. მშვიდობიანი ქალაქები და სოფლები ჯოჯოხეთად გადააქციეს. უკრაინის ზოგიერთი ქალაქი და თემი მთლიანად განადგურდა. მაგრამ მათ ვერაფერს მიაღწიეს და ვერც მიაღწევენ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.