ზელენსკი უკრაინაში საომარი მდგომარეობის კიდევ 30 დღით გახანგრძლივებას ითხოვს

უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, ჰუმანიტარული დერეფნებით 4 000-მდე ადამიანი გაიყვანეს, 10 ჰუმანიტარული დერეფნიდან კი მხოლოდ შვიდმა იმუშავა.

 

დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშუკის ცნობით, გასული დღის განმავლობაში ჰუმანიტარული დერეფნების საშუალებით უსაფრთხო ტერიტორიებზე 4 000-მდე ადამიანი გაიყვანეს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართავში ისაუბრა.

ამავე დროს, ვიცე-პრემიერის ცნობით, მარიუპოლისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული ტვირთის კოლონა კვლავ ბლოკირებულია ქალაქ ბერდიანსკში. როგორც მან აღნიშნა, მარიუპოლიდან 150-მდე მსუბუქი მანქანით მოქალაქეების გაყვანა შეძლეს.

"ამავე მარშრუტით გამოსვლა შეძლეს ომით დაღლილმა და დატანჯულმა მარიუპოლელებმა. თითქმის 150 მსუბუქი მანქანა, რაც დიდ იმედს გვაძლევს და მიუთითებს იმაზე, რომ საოკუპაციო ძალები უმიზეზოდ ბლოკავენ ბერდიანსკში ჩვენი ხალხისთვის ასეთ საჭირო პროდუქტებს და მედიკამენტებს," - აღნიშნა ვერეშიუკმა.

მისი განცხადებით, ოკუპანტებმა ასევე დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, კიევის ოლქის ბროვარისრაიონის ჰუმანიტარული დერეფნებისთვის.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირზელენსკიმ, უმაღლეს რადას ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გახანგრძლივების შესახებ კანონპროექტი წარუდგინა.

ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. როგორც უკრაინული მედია წერს, კანონპროექტის თანახმად, ვოლოდიმირზელენსკი უკრაინაში საომარი მდგომარეობის კიდევ 30 დღით - აპრილის ბოლომდე გახანგრძლივებას ითხოვს.

უკრაინაში რუსეთის ინტერვენცია 24 თებერვალს დაიწყო.