„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხრეთ კორეის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მათ ქვეყანას აქვს იარაღი, რომელიც შეიძლება შეუცვლელი იყოს უკრაინისთვის.
„ჩვენ გვჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები, გვჭირდება თვითმფრინავები, ტანკები, სხვა ჯავშანტექნიკა, საარტილერიო სისტემები და საბრძოლო მასალა. თქვენ გაქვთ რაღაც, რაც შეიძლება შეუცვლელი იყოს ჩვენთვის და როცა დგება ომში გადარჩენის საკითხი, რომელიც მიზნად ისახავს ხალხის სრულ დამორჩილებას, ფუნდამენტური პასუხები უნდა გაიცეს. იარაღის მიწოდების ჩვეული წესები უნდა გადაიხედოს და სწრაფად იმოქმედოთ, ჩვენ დახმარება გვჭირდება", - განაცხადა ზელენსკიმ.
მან დასძინა, რომ უკრაინის საჭირო იარაღით მიწოდება ნიშნავს არა მხოლოდ მისი ხალხის სიცოცხლის გადარჩენას და მათი ქალაქების განბლოკვის შესაძლებლობის უზრუნველყოფას, არამედ სხვა სახელმწიფოებისა და რეგიონების გადარჩენას რუსული შემდგომი აგრესიისგან.