1692302192
ზელენსკი პოკროვსკზე: ჩვენთვის ყველაზე მთავარი ჩვენი ჯარისკაცებია
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკში შექმნილ რთულ ვითარებას გამოეხმაურა.
„არავინ აიძულებს მათ [უკრაინელ ჯარისკაცებს] ნანგრევებისთვის სიკვდილს. მე ჩვენს ჯარისკაცებს, განსაკუთრებით მეთაურებს, რომლებიც იქ იმყოფებიან მხარს დავუჭერ იმაში, თუ როგორ აკონტროლონ ვითარება. სხვა მხრივ, ჩვენ ეს ძვირი დაგვიჯდება. ჩვენთვის ყველაზე მთავარი ჩვენი ჯარისკაცებია“, - თქვა ზელენსკიმ.
მისი განცხადებით, ნებისმიერი გადაწყვეტილება პოკროვსკიდან ჯარების გაყვანის შესახებ ადგილზე სამხედრო ხელმძღვანელობამ უნდა მიიღოს.












