"ტემპერატურა +34-მდეც აიწევს, თუმცა....“ - მაისის ამინდის პროგნოზი, საქართველოს მასშტაბით
1745843897
ცოტა ხნის წინ ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მეუღლესთან ოლენა ზელენსკასთან ერთად CNN-ს ინტერვიუ მისცა.
ინტერვიუს დროს ჟურნალისტმა მათ ჰკითხა, თუ როგორ უჭერენ მხარს ერთმანეთს ასეთ რთულ პერიოდში.
„ელენა ჩემი სიყვარულია, ჩემი საუკეთესო მეგობარია. ის არის ჩემი ენერგია. სულ მიყვება, როგორ უმზადებს საუზმეს ბავშვებს დილით, როგორ ამზადებს მათ ტანსაცმელს. მე ასეთი შესაძლებლობა არ მაქვს - საუზმეს არავინ მიმზადებს, რთულ პერიოდს გავდივართ", - ასე უპასუხა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას.
ჟურნალისტის კითხვაზე უკავშირდება თუ არა რთული პერიოდი იმას, რომ ახლა მეუღლეები ცალკ-ცალკე ცხოვრობენ - უკრაინის პრეზიდენტმა დადებითად უპასუხა.