ზელენსკი: დღეს დილით უკრაინულმა ძალებმა შეაჩერეს რუსეთის შეტევა ხარკოვის ღერძზე

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დღეს დილით უკრაინულმა ძალებმა შეაჩერეს რუსეთის შეტევა ხარკოვის ღერძზე.

„დღეს დილის 07:00-08:00 საათისთვის სასტიკი საარტილერიო ბრძოლა გაიმართა. ამ დროისთვის რუსეთის შეტევა შეჩერებულია“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მან დასძინა, რომ უკრაინელი სამხედროები მზად არიან მტრის ასეთი ქმედებებისთვის.