პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ვოლოდიმირ ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა უკრაინის სურვილზე, გახდეს ნატოს სამხედრო ბლოკის წევრი. მისი თქმით, კიევს უკვე მიეცა იმის გაგების საშუალება, რომ „ღია კარების“ პოლიტიკა უკრაინას არ ეხება. ამის შესახებ პრეზიდენტმა დასავლელი ლიდერების მონაწილეობით გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
„გასაგებია, რომ უკრაინა არ არის ნატოს წევრი, ეს გვესმის, ჩვენ ადეკვატური ხალხი ვართ. წლების განმავლობაში გვესმოდა ღია კარების შესახებ, მაგრამ ახლა ისიც გავიგეთ, რომ იქ ვერ შევდივართ და ეს უნდა ვაღიაროთ. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ხალხი იწყებს ამის გაგებას და იმედი გვაქვს ჩვენი და ჩვენი პარტნიორების, რომლებიც გვეხმარებიან“,- განაცხადა ზელენსკიმ.
მან უკრაინის ცის დახურვისკენ მოწოდება კიდევ ერთხელ გააკეთა.