1789641528
ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა როსტოვში მდებარე აეროდრომზე სამი თვითმფრინავი და სამი ვერტმფრენი გაანადგურეს
უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ქალაქ როსტოვში მდებარე აეროდრომზე სამი თვითმფრინავი და სამი ვერტმფრენი გაანადგურეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დარტყმა განხორციელდა ერთ An-12 ტიპის და ორი An-26-ის თვითმფრინავზე. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა შავ ზღვაში მიღწეული კარგი შედეგები, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
„ჩვენ ყოველდღიურად ვპასუხობთ აგრესიას. რუსეთმა მშვიდობა უნდა აირჩიოს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა იაროსლავის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განახორციელეს თავდასხმა.












