ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა გეგმავს განუსაზღვრელი ვადით დაიკავოს რუსეთის ტერიტორია, რომელზედაც კონტროლი დაამყარა კურსკის ოლქში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის ფარგლებში

პოლტავა

ამერიკულ ტელეკომპანია NBC News-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა გეგმავს განუსაზღვრელი ვადით დაიკავოს რუსეთის ტერიტორია, რომელზედაც კონტროლი დაამყარა კურსკის ოლქში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის ფარგლებში.

„ჩვენ არ გვჭირდება მათი მიწა. ჩვენ არ გვინდა ჩვენი უკრაინული ცხოვრების წესის იქ დამყარება“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა დაიკავებს ამ ტერიტორიას, რადგან ეს ომის დასრულების გეგმის განუყოფელი ნაწილია.

„ამჟამად, ჩვენ გვჭირდება ეს ტერიტორია“, - დასძინა მან.