ზალუჟნის განცხადებით, უკრაინაში გარდამავალი პერიოდის ომია და მსოფლიო მომდევნო ომებისთვის უნდა მოემზადოს

ვალერი ზალუჟნი

კრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი აცხადებს, რომ უკრაინაში გარდამავალი პერიოდის ომია და მსოფლიო მომდევნო ომებისთვის უნდა მოემზადოს. გაერთიანებული სამეფოში უკრაინის ელჩის რანგში საჯარო გამოსვლისას ზალუჟნიმ დასავლეთში მცხოვრებ საზოგადოებას მოუწოდა, რომ ზოგიერთ თავისუფლებებზე დროებით უარი თქვან.

„საზოგადოება უნდა დათანხმდეს რიგ თავისუფლებებზე უარის თქმას, გადარჩენის სანაცვლოდ. სამწუხაროდ, თანამედროვე ომებს ტოტალური ხასიათი აქვს. მათ არა მხოლოდ ჯარის, არამედ მთლიანად საზოგადოების ძალისხმევას მოითხოვენ. პოლიტიკოსებს შეუძლიათ საზოგადოების მობილიზაცია და ეს უნდა გააკეთონ. ამისთვის უნდა მოიზიდონ არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სხვა სახელმწიფო რესურსებიც. ასეთ რესურსებს შორის არის - ეკონომიკა, ფინანსები, მოსახლეობა და მოკავშირეები. რა თქმა უნდა, ასეთ ქმედებებს გავლენა ექნება პოლიტიკურ პროცესებზე ქვეყანაში“, - აღნიშნა ზალუჟნიმ.

მისივე თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის დროს მომხდარი ცვლილებები განაპირობებს ომისა და ომის ხელოვნების ნაკვთებს 21-ე საუკუნეში და მომავლის მთელი გლობალური უსაფრთხოების საფუძველი გახდება.