66 000-ზე მეტ პირს დავალიანება გაუნულდება! - ნახეთ, ვის შეეხება ცვლილებები
1740253942
„ყველა უკრაინელი ფოტოგრაფი ოცნებობს გადაიღოს ფოტო, რომელიც ომს შეაჩერებს” – ეს სიტყვები უკრაინელ ფოტოგრაფს, ჟურნალისტს, დოკუმენტალისტს მაქს ლევინას ეკუთვნის,” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკაია წერს.
„როდესაც რუსეთმა ფართომასშტაბიანი აგრესია წამოიწყო, ის გადაღებაზე წავიდა მშობლიურ კიევის რეგიონში საომარი მოქმედებების ზონაში და გაუჩინარდა. ის გარდაცვლილი იპოვეს”, – წერს ოლენა ზელენსკაია.
უკრაინის პირველი ლედი საუბრობს იმაზეც, რომ მაქს ლევინი არ იყო ერთადერთი ჟურნალისტი, რომელიც რუსეთის აგრესიას ემსხვერპლა. მათ შორის არიან, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები.