პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ბუჩა - ქალაქი, რომელიც რუსულმა საოკუპაციო ძალებმა გაანადგურეს და სადაც, მათ შეტევებს ბოლო მონაცემებით, 400 ადამიანზე მეტი ემსხვერპლა.
ბუჩას ტრაგედიამ შეძრა ყველა. თუმცა, რუსეთის მოქალაქეების ნაწილი თვლის, რომ კადრები ყალბია:
„ეს საშინელებაა. და ჩვენ, მთელ ქვეყანას ძვირად დაგვიჯდება. გერმანია დღემდე იხდის. ჩვენ რა გველის, უცნობია.“
„ყალბია. სხვა არაფერს ვიტყვი. ისე მოაწყვეს, თითქოს ჩვენებმა მოკლეს და გაანადგურეს მოქალაქეები. ეს ნამდვილად სიყალბეა“.
„ბუჩას შესახებ, რა თმა უნდა ვნახე, ფოტოები. მკვდარი მშვიდობიანი მოქალაქეები. და ვფიქრობ, რომ საშინელებაა უბრალო ხალხის სიკვდილი, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ.
„ეს სიყალბეა. უკრაინელები აკეთებენ. სხვა რისი თქმა შემიძლია. ინფორმაცია ტელევიზორში ვნახე,“ - ამბობენ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეები ქუჩის გამოკითხვის დროს.