WSJ: ტრამპის მრჩევლებმა უკრაინის NATO-ში წევრობის მინიმუმ 20 წლით გადადება და ომის ფრონტის ხაზზე გაყინვა შესთავაზეს

კორპუსი უკრაინაში

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩევლებმა მას უკრაინის ნატოში წევრობის მინიმუმ 20 წლით გადადება და ომის ფრონტის ხაზზე გაყინვა შესთავაზეს. ამ გეგმის შესახებ Wall Street Journal-მა აშშ-ის ტრამპთან დაახლოებულ სამ პირზე დაყრდნობით წერს.

გეგმის მიხედვით, უკრაინა და რუსეთი უნდა შეთანხმდნენ დემილიტარიზებული ზონის შექმნაზე ამჟამინდელი ფრონტის ხაზის გასწვრივ დაახლოებით 1300 კილომეტრზე.

სამშვიდობოების როლში, ტრამპის გარემოცვის მიხედვით, მოუწევთ ევროპული ჯარების განთავსება. ამერიკელები ამაში არ მიიღებენ მონაწილეობას - არც გადაიხდიან. კიევმა ასევე უნდა უარი თქვას ნატოში გაწევრიანების გეგმაზე სულ მცირე მომდევნო 20 წლის განმავლობაში. სანაცვლოდ, აშშ გააგრძელებს უკრაინას იარაღის მიწოდებას, რათა თავიდან აიცილოს რუსეთის შესაძლო განმეორებითი თავდასხმა.