ჩეხი დეპუტატი ბოდიშს იხდის, რომ ახალი წლის ღამეს, ცხენების თავლასთან პიროტექნიკა გამოიყენა

ჩეხი დეპუტატი

ჩეხეთის პარლამენტის წევრი ოპოზიციური პარტიიდან, გუბერტ ლანგი ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ ახალი წლის ღამეს მშობლიურ სოფელში, ცხენების თავლასთან გამოიყენა პიროტექნიკა.

თავლის მეპატრონემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დეპუტატის მიერ ნასროლი ფოიერვერკით გამოწვეულმა ხმაურმა ცხოველები დააფრთხო.

ერთი დღის შემდეგ ჩეხმა დეპუტატმა ბოდიში მოიხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს სოფელში ფოიერვერკი აკრძალული არ არის, უნდა მივმხვდარიყავი, რომ ორ სახლს იქით თავლა იყო და ცხენებს შეეშინდებოდათ“, – წერს ლანგი სოციალურ ქსელებში.