„ცუდი ბიჭის აღზევება" - puff diddy-ის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება
1736023523
სამხრეთ მონტენეგროში შეიარაღებულმა პირმა, საერთო ჯამში, 12 ადამიანი მოკლა, მათ შორის, ორი ბავშვი. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
ხელისუფლების ინფორმაციით, 45 წლის მამაკაცი, აკო მარტინოვიჩი, მთელი დღის განმავლობაში ალკოჰოლს სვამდა, როდესაც ახალ წელს, ადგილოვივი დროით 17:30 საათზე, რესტორანში სხვა სტუმართან შელაპარაკება მოუვიდა.
კამათის შემდეგ, მარტინოვიჩი სახლში წავიდა იარაღის წამოსაღებად, შემდეგ რესტორანში დაბრუნდა და რამდენიმე მომხმარებელი მოკლა. შემდეგ შეიარაღებული მარტინოვიჩი, თავდასხმის პირველი ადგილიდან მანქანით წავიდა და ხუთ სხვადასხვა ადგილას კიდევ რამდენიმე ადამიანს ესროლა. ასევე დაიღუპა რესტორნის მფლობელი და მისი ორი შვილი - 10 და 13 წლის ბავშვები.
მარტინოვიჩმა, მას შემდეგ რაც მას პოლიციამ მიაკვლია და დანებება უბრძანა, თავი მოიკლა.
მთავრობამ სამდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელში დაწერა: "ამ უაზრო ქმედებამ თითოეულ ჩვენგანში გამოიწვია განუზომელი მწუხარება. ნუგეშისმცემელი სიტყვები არ არსებობს". სპაიჩის თქმითვე, ქვეყნის უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომაზე განიხილავს სასწრაფო წესით "ყველა ვარიანტს" საზოგადოების დასაცავად, მათ შორის, იარაღის ტარების სრული აკრძალვის ჩათვლით.