WHO: უფრო მეტი მტკიცებულება ჩნდება იმის შესახებ, რომ კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტი უფრო მსუბუქ სიმპტომებს იწვევს

WHO

უფრო მეტი მტკიცებულება ჩნდება იმის შესახებ, რომ კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტი გავლენას ახდენს ზედა სასუნთქ გზებზე, რაც უფრო მსუბუქ სიმპტომებს იწვევს, ვიდრე წინა ვარიანტები, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, აბდი მაჰამუდმა განაცხადა.

ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

„უფრო და უფრო მეტ კვლევას ვხედავთ, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ „ომიკრონი“ სხეულის ზედა ნაწილს აინფიცირებს. ეს კარგი ამბავი შეიძლება იყოს, თუმცა ნამდვილად გვჭირდება მეტი გამოკვლევა ამის დასამტკიცებლად“, - აღნიშნა აბდი მაჰამუდმა.

ჯანმოს მონაცემები აჩვენებს, რომ კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტი სწრაფად გავრცელდა და სულ მცირე, 128 ქვეყანაში დაფიქსირდა.