1740372372
WHO: ომიკრონი“ BA.2 ფორმა ახლა დომინანტური ხდება, თუმცა ჰოსპიტალიზაციის მოსალოდნელზე უფრო მაღალ მაჩვენებლებს ვერ ვხედავთ

კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტის BA.2 ფორმა, როგორც ჩანს, უფრო სერიოზული არ არის, ვიდრე თავდაპირველი BA.1 ფორმა,- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის COVID-19-ზე რეაგირების ჯგუფის წარმომადგენელმა, ბორის პავლინმა განაცხადა.
ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
„თუ გადავხედავთ სხვა ქვეყნებს, სადაც BA.2 ახლა დომინანტური ხდება, ჩვენ ვერ ვხედავთ ჰოსპიტალიზაციის მოსალოდნელზე უფრო მაღალ მაჩვენებლებს“, - აღნიშნა ბორის პავლინმა.
შეგახსენებთ, რომ „ომიკრონი“ შტამის BA.2 ქვევარიანტი უკვე დომინანტური ხდება ფილიპინებში, ნეპალში, ყატარში, ინდოეთსა და დანიაში.