„ხინკლის სახლის“ სამზარეულოში 21 წლის ახალგაზრდამ მძიმე დაზიანება მიიღო
1737289807
უკრაინამ საქართველოდან და მაროკოდან ელჩები გაიწვია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
პრეზიდენტმა დიპლომატიური ფრონტი ერთ-ერთ მთავარ ფრონტად მოიხსენია და აღნიშნა, რომ საქართველოდან და მაროკოდან ელჩები იმ მიზეზით გაიწვია, რომ მათ ვერ შეძლეს მიეღწიათ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის, ან უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებისთვის.
„აქტიური დიპლომატიური დღე მქონდა. ეს ემსახურებოდა უკრაინული არმიისთვის სამხედრო დახმარების შეგროვებას, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას .
თუ ჩვენ ნამდვილად ერთად ვიბრძვით თავისუფლებისთვის და დემოკრატიების დასაცავად, მაშინ ჩვენ გვაქვს უფლება, რომ ამ გარდამტეხ, ძალიან პრინციპულ დროს დახმარება მოვითხოვოთ. ეს არის ტანკები, თვითმფრინავები, საარტილერიო სისტემა. თავისუფლება ტირანიაზე არანაკლებ შეიარაღებული უნდა იყოს.
არსებობენ ისეთები, რომლებიც სხვებთან ერთად სახელმწიფოს დასაცავად მოქმედებენ იმისთვის, რომ უკრაინამ თავისი მომავლის არჩევა შეძლოს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული ასეთი ადამიანის ქმედებას. და არიან ისეთები, რომლებიც დროს კარგავენ და მუშაობენ მხოლოდ იმისთვის, რომ თანამდებობაზეი დარჩნენ. დღეს ხელი მოვაწერე, რომ ერთ-ერთი ასეთი ადამიანი, ელჩი, გამოვიწვიო მაროკოდან. ასევე, მივიღე გადაწყვეტილება, დავაბრუნო ელჩი საქართველოდან.დიდი პატივისცემით, თუ არ იქნება იარაღი, არ იქნება სანქციები, არ იქნება შეზღუდვები რუსული ბიზნესისთვის – გთხოვთ, მოძებნეთ სხვა სამსახური.
ველოდები კონკრეტულ შედეგებს ლათინური ამერიკიდან, ახლო აღმოსავლეთიდან, ცენტრალური აზიიდან და აფრიკიდან. ანალოგიურს ველოდები სამხედრო ატაშეებისგანაც. დიპლომატიური ფრონტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფრონტია. და ყველამ უნდა იმუშაოს მაქსიმალურად ეფექტურად გამარჯვებისა და უკრაინის არმიის დახმარებისთვის, ისევე როგორც თითოეული ჩვენი ჯარისკაცი ბრძოლის ველზე," - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.