პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსი დიქტატორი ვერასდროს გაიმარჯვებს თავისუფალ სამყაროზე, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესში ყოველწლიური სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„თავისუფლება ყოველთვის დაამარცხებს ტირანიას! ვლადიმერ პუტინს ეგონა, რომ უკრაინაზე თავდასხმით ჩვენ დაგვასუსტებდა, მაგრამ ის დაეჯახა იმას, რასაც არ ელოდა, ის დაეჯახა უკრაინელ ხალხს.
ჩვენ გამოვიტანეთ დასკვნები ისტორიიდან: თუ დიქტატორი არ გადაიხდის აგრესიისთვის, ის კიდევ უფრო მეტ ქაოსს დათესს.
პუტინმა უარყო დიპლომატიის ყველანაირი მცდელობა. ის ფიქრობდა, რომ ევროპასთან დაგვაპირისპირებდა. ჩვენ ერთი ვართ, ერთნი ვიყავით და ერთად ვიქნებით... და ახლა მას თავისუფალი სამყარო პასუხს აგებინებს! პუტინი იზოლირებულია მთელი მსოფლიოსგან, ის არასდროს ასეთი იზოლირებული არ ყოფილა. მისი საომარი ფონდი დაცარიელდება.
მივმართავ მის კორუმპირებულ ლიდერებს და ოლიგარქებს, რომლებმაც ძალადობრივი რეჟიმით მილიარდობით დოლარი მიითვისეს. ჩვენ ამას დავასრულებთ! ასე აღარ გაგრძელდება - ამას ვამბობ მთელი პასუხისმგებლობით: ჩვენ გამოვიძიებთ ოლიგარქების დანაშაულებრივ საქმიანობას, ბოლომდე ჩავყვებით მათ აპარტამენტებს, კერძო თვითმფრინავებს...
ჩვენ ვკეტავთ შეერთებული შტატების საჰაერო სივრცეს რუსეთიდან ფრენებისთვის.
ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს. სამხედრო დახმარება, ეკონომიკური, ფინანსური - ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ უკრაინელებს ტანჯვა შევუმსუბუქოთ. ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას უშუალოდ საომარ მოქმედებებში, მაგრამ დავიცავთ, ჩვენი პარტნიორების, ალიანსის წევრი ქვეყნების მიწის თოთოეულ სანტიმეტრს ... თითოეულ სანტიმეტრს ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით!
პუტინმა დათესა ქაოსი და ძალადობა. შესაძლოა ის ბრძოლის ველზე წინ მიიწევს, მაგრამ გრძელ ვადაში ის გადაიხდის ძალიან ძვირ ფასს.
უკრაინამ აჩვენა, რომ ეს ხალხი არ შეეგუება თავისუფლების დაკარგვას... ყველაფერი კარგად იქნება. როცა ისტორია დაიწერება და დაიწერება რა მოხდა? რუსეთი იქნება სუსტი, ხოლო უკრაინა ძლიერი.
ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს დემოკრატიისა და ავტოკრატიის ბრძოლა. რუსი დიქტატორი ვერასდროს შეძლებს თავისუფალ სამყაროზე გამარჯვებას“, - განაცხადა ბაიდენმა.