ლიონში, გიორგი მიქაუტაძის სახლი გაძარცვეს - ზარალი 200 000 ევროს შეადგენს
1733136407
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკებებში ნატო-სა და ევროკავშირის წარმომადგენლები უნდა მონაწილეობდნენ.
ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული საბჭოს ახალ თავმჯდომარესთან, ანტონიუ კოშტასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ვინ იქნება მოლაპარაკებების მაგიდასთან? რუსეთი, უკრაინა და, როგორც მე ვთქვი, ევროკავშირი და ნატო. იმიტომ, რომ ჩვენ თავს ვხედავთ ამ კავშირების უსაფრთხოების სისტემის ნაწილად. ამ ფორმატში მე მესმის, რის შესახებ შეგვიძლია, შევთანხმდეთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ წინააღმდეგია ომის გაყინვის, ვიდრე უკრაინას „ძლიერი პოზიცია“ არ ექნება, რადგანაც, მისი მოსაზრებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, რამდენიმე წლის შემდეგ პუტინი „კვლავ დაბრუნდება და სრულიად გაანადგურებს უკრაინას“.
მედიის ცნობით, „ძლიერი პოზიციაში“ ზელენსკი გულისხმობს ნატო-სა და ევროკავშირის უსაფრთხოების გარანტიების მიღებას.
გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ კიევი არასოდეს აღიარებს იურიდიულად საკუთარი ტერიტორიების რუსულ ოკუპაციას.
„ეს ჩვენი მიწაა, ჩვენი ხალხია. დროებით ოკუპირებული უკრაინის ნაწილები. ეჭვგარეშეა, რომ ეს ყველაფერი დაბრუნდება. გვსურს, რომ ეს მიწა უმეტესწილად დიპლომატიური გზით დაბრუნდეს“, – თქვა ზელენსკიმ.