„სანამ რამეს იტყვით, სანამ განსჯით ჩემს გზას...“ - რას წერდა შვილის მიერ მოკლული ნინო ხოჭოლავა
1733141966
მსხვერპლთან დაკავშირებული ეს განაცხადი შემთხვევითი არ არის. არ ახსენებს საზოგადოებას „ორი გვამი მინდა“-ს? - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ერთ-ერთი ოპოზიციური ტელეარხის ეთერში აქციის მონაწილის გასული კომენტარი, რომ „შეიძლება, ამ ყველაფერს მსხვერპლიც მოჰყვეს“.
„მსხვერპლთან დაკავშირებული ეს განაცხადი შემთხვევითი არ არის. არ ახსენებს საზოგადოებას „ორი გვამი მინდა“-ს? ამის გაგრძელებაა, პირდაპირი გაგებით, ჩვენც ამას ვამბობდით ზუსტად. რა თქმა უნდა, უწყებები არიან თავის სიმაღლეზე და არავინ არავის არ მისცემს იმის უფლებას, რომ მაიდანიზაცია ან მკვეთრი რადიკალური პროცესები იყოს. მაგრამ არის თვითონ ეს განაცხადი, რომ მსხვერპლიც საჭიროა, სისხლი უნდათ, სისხლი სწყურიათ. გაიხსენეთ მათი სიტყვები - „სისხლს დავღვრით“, „სულს ამოგხდით“, „ორი გვამი მინდა“ - ეს მათი სიტყვებია, ხომ?“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.