„ვლოცულობ უკრაინელი ხალხისთვის“ - ანჯელინა ჯოლი

ანჯელინა ჯოლი

მსახიობი ანჯელინო ჯოლი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„როგორც ბევრი თქვენგანი, მეც ვლოცულობ უკრაინელი ხალხისთვის. ჩემი და ჩემი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის კოლეგების მთავარი საფიქრალი, არის ის, რომ ყველაფერი გაკეთდეს, რათა დაცული იქნეს ადამიანის ძირითადი უფლებები რეგიონში.

ჩვენ უკვე გვაქვს ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ და იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც უსაფრთხოების გამო საკუთარი სახლები დატოვეს,“ - წერს ანეჯელინა ჯოლი.

ბოლო მონაცემებიით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, რუსული მხარის დანაკარგი 800 ჯარისკაცს აღემატება. თავდაცვის სამინისტროს არ დაუკონკრეტებია, დანაკარგში მხოლოდ მოკლულ ჯარისკაცებს გულისხმობენ თუ ტყვეებსაც.

მათივე ცნობით, 24 საათის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის 30-ზე მეტი ტანკი, 6 ვერტმფრენი და რამდენიმე საფრენი აპარატი გაანადგურეს.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით კი, რუსეთის სამხედრო თავდასხმის შედეგად, უკრაინაში 24 თებერვალს 57 ადამიანი დაიღუპა და  169 დაიჭრა.

ჯანდაცვის მინისტრის ვიქტორ ლიაშკოს განმარტებით, ჯანდაცვის დაწესებულებებისთვის პროფილის შეცვლა უწევთ. საომარი მდგომარეობის გამოცხადებისთანავე, შედარებით მსუბუქი პაციენტების საავადმყოფოებიდან გაწერა მოხდა, რათა ადგილები დაჭრილებისთვის გათავისუფლდეს.    მსგავსი სიახლეები