პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სააგენტოს დირექტორმა, ევრილ ჰეინსმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს კვლავ სურს უკრაინის უმეტესი ნაწილის დაპყრობა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ჩვენ კვლავ იმ სიტუაციაში ვართ, როდესაც პრეზიდენტ პუტინს ვუყურებთ და მივიჩნევთ, რომ მას იგივე პოლიტიკური მიზნები აქვს, რაც ადრე ჰქონდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მას უკრაინის უმეტესი ნაწილის დაპყრობა სურს“, - აღნიშნა ევრილ ჰეინსმა.
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სააგენტოს დირექტორის თქმით, ამერიკულმა დაზვერვამ მოკლევადიან პერიოდში უკრაინაში რუსეთის ომის განვითარების სამი შესაძლო სცენარი შეიმუშავა. ყველაზე სავარაუდო სცენარი გაჭიანურებული კონფლიქტია, რომელშიც რუსეთს მხოლოდ უმნიშვნელო მიღწევები ექნება.
სხვა სცენარი მოიცავს რუსეთის ფართომასშტაბიან გარღვევას ან უკრაინული ძალების მიერ ფრონტის ხაზის წარმატებულ სტაბილიზაციას.