ვლადიმერ პუტინის წინაშე დათმობების სტრატეგია 2014 წლის შემდეგ ჩავარდა და მას წარმატების შანსი არ აქვს - კულება

დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წინაშე დათმობების სტრატეგია 2014 წლის შემდეგ ჩავარდა და მას წარმატების შანსი არ აქვს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. 

„ყველასთვის, ვისაც სჯერა, რომ უკრაინას შეუძლია დათმობებზე წასვლა, ჩემი პასუხი ძალიან მარტივია. ეს სტრატეგია მსოფლიოს წამყვანი ძალების მიერ გამოიყენებოდა 2014 წლიდან 2022 წლის 24 თებერვლამდე. დათმეთ აქ, წადით დათმობებზე აი, აქ, ეს დაგეხმარებათ ომის თავიდან აცილებაში. ამან წარუმატებლობა განიცადა. ეს რვაწლიანი სტრატეგია გადაიქცა რაკეტებად, რომლებითაც კიევზე დარტყმები ხორციელდება",-განაცხადა დმიტრო კულებამ.