ზოდიაქოს 5 ნიშანს, 15 მარტიდან 28 აპრილამდე ფინანსური წარმატება ელოდება
1773260300
უკრაინაში რაც ხდება, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ტრაგედიაა, მაგრამ რუსეთს არჩევანი არ ჰქონდა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას TASS-ი ავრელებს.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლება დაშორდა სტამბოლში მიღწეულ შეთანხმებებს და მოლაპარაკებები ჩიხში შეიყვანა.
პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების შემდგომი რაუნდებისთვის, ბელარუსის პლატფორმა შესაფერისია.