ვინ არის სნაიპერი ქალი, მეტსახელად „ნახშირი" რომელიც უკრაინის ეროვნულ გმირად იქცა

ნახშირი

უკრაინაში რუსეთის  სამხედრო ინტერვენციის შემდეგ უკრაინელი ხალხის სიმამაცემ მსოფლიო არაერთხელ გააოცა.  
უამრავ უკრაინელ გმირებს შორისაა -  სნაიპერი ქალიც, რომელსაც მსოფლიო  ზედმეტი სახელით „ნახშირი“ იცნობს. Independent-ის ცნობით, „ნახშირის“ რეალური ვინაობა მედიისთვის უცნობია. 


 
როგორც Independent-ი წერს, „ნახ­ში­რი" („უგო­ლი­ო­კი") უკრაინის შეიარაღებულ ძალებში 2017 წელს შევიდა და 2022 წლამდე დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში პრორუსი სეპარატისტების წინააღმდეგ იბრძოდა.  
 
ქალმა დანაყოფი 2022 წლის იანვარში დატოვა, თუმცა მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, „ნახშირი“ არმიას ისევ შეუერთდა. 


 
„არადამიანები არიან, ფაშისტებიც კი არ იყვნენ ასეთი სასტიკები. ჩვენ მათ ბოლო უნდა მოვუღოთ“,- მამაცი სნაიპერის  ეს ფრაზა, რომლითაც მან რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ მებრძოლ უკრაინელებს მიმართა, საქვეყნოდაა ცნობილი. 
 
„ნახშირი“ პუ­ტი­ნი­სა და რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ მებრძოლი მამაცი უკრაინელების სიმბოლოდ იქცა და თანამედროვეობის ლუდმილა პავლიჩენკოსაც უწოდებენ.  

ლუდმილა პავლიჩენკო, რომელსაც „ქალ სიკვდილსაც“ უწოდებდნენ, მეორე მსოფლიო ომის დროს ოდესასა და სევასტოპოლს ნაცისტებისგან იცავდა. ის ერთ-ერთ საუკეთესო სნაიპერადაა მიჩნეული.