1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
ვემზადებით შემდეგი ნაბიჯებისთვის, ვემზადებით ჩვენს გამარჯვებასთან მისაახლოებლად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელესნკიმ ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა.
ომის მე-400 დღეს უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინელ მებრძოლებს მადლობა გადაუხადა.
„მე-400 დღე, ფართომასშტაბიანი აგრესიისგან თავდაცვის მე-400 დღე. ის, რაც ჩვენ გავიარეთ, არის კოლოსალური გზა, ყველამ ერთად, ყველამ, ვინც იბრძოდა და იბრძვის უკრაინისთვის, ვინც გვეხმარებოდა და გვეხმარება ლოჯისტიკურად, ვინც აძლიერებდა და ახლაც გვეხმარება უკრაინის გამძლეობის გაძლიერებაში. უკრაინამ საზარელი დღეები გაიარა თებერვალში. გადავიტანეთ ეს ზამთარიც. ამ სიტყვების უკან კოლოსალური ძალისხმევაა. ვემზადებით შემდეგი ნაბიჯებისთვის, ვემზადებით ჩვენს გამარჯვებასთან მისაახლოებლად. მადლობა თითოეულ უკრაინელს. დიდება გმირებს, დიდება უკრაინას“,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.