VIDEO: უკრაინელი ჟურნალისტის ემოციური მიმართვა ბორის ჯონსონს: პრემიერმინისტრო, თქვენ არ მოდიხართ ლვოვში, იმიტომ რომ გეშინიათ... ნატოს ეშინია მესამე მსოფლიო ომის, მაგრამ ის უკვე დაიწყო

"ბატონო პრემიერო, თქვენ მოდიხართ პოლონეთში და არა -კიევში იმიტომ, რომ გეშინიათ, NATO-ს მსოფლიო ომის ეშინია" - უკრაინელი ჟურნალისტის დარია კალენიუკის ემოციური მიმართვა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონს, რომელიც დღეს, ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში იმყოფებოდა. 

უკრაინელი ჟურნალისტი სვამდა იმ კითხვებს, რომლებიც ომით დაზარალებულებს აწუხებთ, იყო მწვავე და ემოციური... ჟურნალისტს, რომლის ქვეყანაშიც ომია, ბრიტანეთის პრემიერთან საუბრის დროს, ცრემლებთან "ბრძოლაც" მოუწია... 

"ბატონო პრემიერმინისტრო, თქვენ მოდიხართ პოლონეთში და არ მოდიხართ კიევში, პრემიერმინისტრო, თქვენ არ მოდიხართ ლვოვში. იმიტომ რომ გეშინიათ, იმიტომ, რომ NATO არ არის მზად თავდაცვისთვის, რადგან NATO-ს მესამე მსოფლიო ომის ეშინია, მაგრამ უკვე დაიწყო.

და იქ უკრაინელი ბავშვები არიან, რომლებიც დარტყმებს იღებენ, უკრაინელ ბავშვებს ბომბავენ“. - განუცხადა ჟურნალისტმა. 

მოსმენილით აშკარად შეძრწუნებული ჯონსონის პასუხი იყო, რომ დიდი ბრიტანეთი ვერ მიიღებს მონაწილეობას იმ ზონაში, სადაც ფრენა აკრძალულია, რადგან ეს რუსული თვითმფრინავების ჩამოგდებას ნიშნავს და „ეს არ არის ის, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია“, ეს „რთულ საკონტროლო შედეგებს“ გამოიწვევდა, თქვა პრემიერმა.

„მე არ შემიძლია გაგაგონოთ, რომ ეს იქნება ის, რისი მოგვარებაც დიდ ბრიტანეთს სამხედრო გზით შეუძლია. ვფიქრობ, ჩემი მხრიდან ამის გაკეთება არასწორი იქნება", - დასძინა პრემიერმა. 

ბორის ჯონსონმა ჟურნალისტს მიანიშნა, რომ შესაძლოა, უკრაინა თავად შეუერთდეს NATO-ს მხოლოდ ამ კრიზისის დასრულების შემდეგ.

"ვწუხვარ, რომ ამას დრო დასჭირდება, ვწუხვარ, რომ რთული იქნება, ვწუხვარ ყველა იმ ტრაგედიისა და ტანჯვისთვის, რაც თქვენ განიცადეთ." - უპასუხა პრემიერმა.