პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ზაპოროჟიეს ოლქში, ორხივში ავტობუსებისა და სასწრაფო დახმარების მანქანების გრძელი რიგია. კიევი ოფიციალური მოსკოვისგან პასუხს მარიუპოლში დარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაზე პასუხს ელოდება.
იმისთვის, რომ პუტინის რუსეთმა შეუიარაღებელი ადამიანების უსაფრთხოება უზრუნველყოს და მრავალგზის დაბომბილ მარიუპოლში სასწაულებრივად გადარჩენილი ხალხის ნაწილი მაინც გამოიყვანონ, პრეზიდენტ ზელენსკის ინიციატივით, ის მოსკოვს რუს ტყვეებს გადასცემს.
თუმცა, ამ დრომდე, მოსკოვს ოფიციალური პასუხი არ გაუცია...
ამ ინფორმაციას უკრაინული მედია გამოცემა реальная вайна из украины Telegram არხზე ავრცელებს და გრძელი კოლონის ამსახველ ვიდეო კადრებს აქვეყნებს.
ავტობუსებისა და სასწრაფო დახმარების მანქანების გრძელი კოლონა მზადაა, მარიუპოლის მცხოვრებლების ევაკუაცია განაგრძოს.
უკრაინამ ყველა ვალდებულება შეასრულა.
ჩვენ ახლა მოუთმენლად ველით მეორე მხარეს, ამჯერად მათი ვალდებულებების შესრულებას.