რას ნიშნავს გარდაცვლილი ადამიანის სიზმარში ნახვა: ეზოტერიკოსი გვირჩევს, უნდა ვინერვიულოთ თუ არა
1767991226
რუსეთში, ტომსკის უნივერსიტეტში სტუდენტები მანამ არ შეუშვეს სასწავლებელში ვიდრე ასო Z-ს ფორმაში არ დადგნენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
NEXTA-ს ცნობით, ტომსკის უნივერსიტეტის სტუდენტები სახანძრო განგაშის გამო საერთო საცხოვრებლიდან ევაკუირებულნი იყვნენ, შემდეგ კი მანამ არ მისცეს უკან დაბრუნების უფლება ვიდრე ასო Z-ში არ დადგნენ.
საბოლოოდ ტომსკის ადმინისტრაციამ ბოდიში მოიხადა და ევაკუაციას „ამაზრზენი ხუმრობა“ უწოდა.
ცნობისთვის, უკრაინაში მიმდინარე ომისას სიმბოლო Z რუსეთის სამხედრო ტექნიკაზეა გამოსახული ამ სიმბოლოს ასევე აქტიურად იყენებენ პუტინის პროპაგანდისტები, ატარებენ მისი ფორმის სამკაულებსა და სამაგრებს.