VIDEO: რუსებმა დედაჩემი მოკლეს... 2 ჯარისკაცი ტანკიდან გადმოვიდა და სროლა დაიწყო - კიდევ ერთი მძიმე ისტორია კიევიდან

უკრაინელი ქალი

„დღეს რუსმა სამხედროებმა დედაჩემი მოკლეს, ის ადამიანი, რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა... ქალაქში ფულის გამოსატანად და საკვების საყიდლად წავედით, გზა რუსმა ტანკებმა გადაკეტეს, 2 რუსი ჯარისკაცი გადმოვიდა და სროლა დაიწყო,“ - წერს სოციალურ ქსელში ხარკოვის მხარეში რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული ქალის ქალიშვილი და ვიდეოს აქვეყნებს.

ბოლო ოფიციალური მონაცემებიით, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, რუსული მხარის დანაკარგი 800 ჯარისკაცს აღემატება. თავდაცვის სამინისტროს არ დაუკონკრეტებია, დანაკარგში მხოლოდ მოკლულ ჯარისკაცებს გულისხმობენ თუ ტყვეებსაც.

მათივე ცნობით, 24 საათის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის 30-ზე მეტი ტანკი, 6 ვერტმფრენი და რამდენიმე საფრენი აპარატი გაანადგურეს.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით კი, რუსეთის სამხედრო თავდასხმის შედეგად, უკრაინაში 24 თებერვალს 57 ადამიანი დაიღუპა და  169 დაიჭრა.

ჯანდაცვის მინისტრის ვიქტორ ლიაშკოს განმარტებით, ჯანდაცვის დაწესებულებებისთვის პროფილის შეცვლა უწევთ. საომარი მდგომარეობის გამოცხადებისთანავე, შედარებით მსუბუქი პაციენტების საავადმყოფოებიდან გაწერა მოხდა, რათა ადგილები დაჭრილებისთვის გათავისუფლდეს.

 

ნახეთ ვიდეო