დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მცხოვრებნი, რომლებიც მე-4 რუსულ სამხედრო ბაზაზე კონტრაქტით მსახურობენ, უკრაინაში გაემგზავრნენ.
სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ტოვებს სამხედრო ტექნიკა ცხინვალს და რეგიონს როკის გვირაბის გავლით.
„ჩვენი ბიჭები მიდიან უკრაინაში, რათა ბოლო მოუღონ ნაცისტებს, რომლებიც საკუთარ ხალხს ატერორებენ... მიდიან, რათა შური იძიონ ჩვენი ძმების გამო. მათ ჰყავთ მეგობრები და ნათესავები, რომლებიც უკრაინაში დაიღუპნენ. მეც იქით მიმიწევს გული. გამძლეობა და მოთმინება თქვენს ოჯახის წევრებს“, - წერს კოკოითი ტელეგრამარხზე.
„ეხო კავკაზა“-ს ცნობით, რუსულ სამხედრო ბაზაზე კონტრაქტით მომსახურე პირების უკრაინაში გაგზავნის გამო, სოციალური ქსელების მომხმარებლები ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს აკრიტიკებენ.