უკრაინის ომბუდსმენი: „14 წლის გოგო 5-მა ოკუპანტმა გააუპატიურა, ის ახლა ორსულად არის - ბუჩა. 11 წლის ბიჭი დედის თვალწინ გააუპატიურეს - ბუჩა. 20 წლის ქალს 3 ოკუპანტი ერთდროულად აუპატიურებდა - ირპენი“

ძალადობა

უკრაინის სახალხო დამცველის ლუდმილა დენისოვას განცხადებით, რუსი ოკუპანტები უკრაინელ ბავშვებს აუპატიურებენ.

დენისოვას რამდენიმე ასეთი ფაქტიც მოჰყავს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის გაეროს ამ შემთხვევების აღრიცხვისკენ მოუწოდებს. დენისოვას თქმით, რაშისტებმა დანაშაულებებზე მკაცრი პასუხი უნდა აგონ.

"რუსი ტერორისტებისა და ჯალათების სისასტიკეს საზღვარი არ აქვს - გაუპატიურებული ბავშვები... 14 წლის გოგო 5-მა ოკუპანტმა გააუპატიურა, ის ახლა ორსულად არის - ბუჩა. 11 წლის ბიჭი დედის თვალწინ გააუპატიურეს - დედა სკამზე მიაბეს, რათა ეყურებინა - ბუჩა. 20 წლის ქალს 3 ოკუპანტი ერთდროულად აუპატიურებდა - ირპენი. არ არსებობს დედამიწაზე, არც ჯოჯოხეთში არც ერთი ადგილი, სადაც რაშისტი დამნაშავეები შეძლებენ პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევას. გაუპატიურება ჟენევის კომისიის 27-ე მუხლით არის აკრძალული. მოვუწოდებ გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს გაითვალისწინოს ეს ფაქტები", - წერს დენისოვა.