უნგრეთმა უკრაინაზე თავდასხმის შესახებ წინასწარ იცოდა და მისი ნაწილის მითვისება სურდა - ალექსეი დანილოვი

დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ალექსეი დანილოვის განცხადებით, უნგრეთმა უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმის მზადების შესახებ წინასწარ იცოდა. უკრაინული გამოცემა UNIAN-ის ცნობით, ამის შესახებ დანილოვმა ერთ-ერთ ტელეეთერში განაცხადა.

,,უნგრეთი რუსეთთან თანამშრომლობის შესახებ ღიად აცხადებს. უფრო მეტიც, უნგრეთი პუტინის მიერ წინასწარ იყო გაფრთხილებული, რომ უკრაინას თავს დაესხმებოდა“, - განაცხადა დანილოვმა.

მისივე თქმით, უნგრეთს უკრაინის გარკვეულ ტერიტორიებთან დაკავშირებით საკუთარი გეგმაც ჰქონდა.