პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უნგრეთის საგარეო ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას მოლაპარაკებების გამართვას ბუდაპეშტში სთავაზობს, ამის შესახებ მან „ფეისბუქის“ გვერდზე აცხადებს.
„მწუხარებითა და შეშფოთებით ვხედავ საერთაშორისო პოლიტიკისა და პრესის ზოგიერთი წარმომადგენელი როგორ არ წყვეტს ტყუილის გავრცელებას. მე არ მესმის, როგორ მართავს ზოგიერთი ადამიანი „ფეიკ ნიუსების საწარმოებს“, როდესაც ადამიანები ომის გამო იხოცებიან.
ახლა ისინი იტყუებიან, რომ უნგეთი ბლოკავს ზოგიერთ სანქციას რუსეთის წინააღმდეგ, მათ შორის SWIFT-ის სისტემასთან დაკავშირებით. ცხადად ვამბობ: ეს სიმართლე არ არის! ჩვენ არასდროს არ გამოვსულვართ არანაირი სანქციის წინააღმდეგ, არ დაგვიბლოკავს და არაფერს არ ვბლოკავთ.
სწორედ, ამიტომ ვმუშაობ მე, სწორედ, ამიტომ ვაწარმოებ მოლაპარაკებებს რუსეთისა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რომ დაიწყოს პირდაპირი მოლაპარაკებები ბუდაპეშტში“- განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.