უმაღლესი რადას დეპუტატები უკრაინაში რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობის აკრძალვას ითხოვენ

RADA

უმაღლესი რადას დეპუტატები უკრაინაში რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობის აკრძალვას ითხოვენ და ამ მოთხოვნის შესაბამისად, მათ კოლეგებს კანონპროექტიც წარუდგინეს. 

ინიციატივის ავტორი დეპუტატების განცხადებით, რუსული ეკლესია დივერსიული სტრუქტურაა, ხოლო მათი სასულიერო პირები რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში არაერთხელ დაუფიქსირებიათ. 

ახლა, რიგი რადაზეა - კანონპროექტი მიიღებს თუ არა დეპუტატების უმრავლესობისგან კანონის სახეს. 

ამ ინფორმაციას უკრაინული მედია გამოცემა ავრცელებს. 

უმაღლესი რადას შვიდი დეპუტატი, რომელთაგან ექვსი ფრაქცია „ხმას“ წარმოადგენს, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს უკრაინაში რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობის აკრძალვას ითხოვს.

შესაბამისი კანონპროექტი (N7213) 28 მარტს, რადას ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

კანონპროექტის მიხედვით, მიზანი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აკრძალვაა. დეპუტატები აცხადებენ, რომ არაერთხელ დაფიქსირდა შემთხვევები, როცა რუსული ეკლესიის მღვდლები რუსეთის ჯარს ეხმარებოდნენ და რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდნენ.

"უკრაინაში არსებითად განშტოებული სადაზვერვო და დივერსიული სტრუქტურა, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში მუშაობდა და მუშაობას პუტინის სასარგებლოდ აგრძელებს, ესაა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია უკრაინაში (ყოფილი მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია)" - თვლიან სახალხო დეპუტატები.