1742631128
უკრაინულმა თავდაცვის ჯარებმა წუხელ რუსი ოკუპანტების ორი კოლონა და პუტინის ერთი ელიტური რაზმი გაანადგურეს

1-ლი მარტს, საღამოს, სუმის რაიონში „ბაირაქტარმა“ დამპყრობლების წინააღმდეგ "მუშაობა" დაიწყო, შედეგად უამრავი რუსული ტექნიკა განადგურდა. ამის შესახებ სუმის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ დმიტრო ჟივიცკიმ Facebook-ზე განცხადება გაავრცელა.
ამგვარად, უკრაინელმა სამხედროებმა 80-მდე ავტომობილი გაანადგურეს. მათგან ნახევარი "გრედის' მანქანები იყო. ეს რომენსკის რაიონში მოხდა.
სოფელ ბიშკინთან განადგურდა 100-მდე რუსული ტექნიკა, ძირითადად ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები.
მანამდე, ხარკოვის მახლობლად, უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის შეიარაღებული ძალების 200-ე მოტომსროლელთა ბრიგადა დაბომბეს. Javelin ATGM-ის ეკიპაჟმა რუსული თვითმავალი 2S3 Akatsiya გაანადგურა, მანქანა ატომებად ეკიპაჟთან ერთად დაიმსხვრა.