1728312638
უკრაინაში დადასტურებულია 4 481 მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ფაქტი - გაერო
გაეროს მონაცემებით, უკრაინაში 4500-ს უახლოვდება დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების რიცხვი. საუბარია გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ დადასტურებულ შემთხვევებზე.
ოფისის მონაცემებით, უკრაინაზე რუსეთის შეიარაღებული თავდასხმის დღიდან, 24 თებერვლიდან 15 ივნისის ჩათვლით, მოკლულია 4481 სამოქალაქო პირი, მათ შორის 284 ბავშვი.
საომარი მოქმედებებისას უკრაინაში დაიჭრა 5565 მშვიდობიანი მოქალაქე, მათგან 462 ბავშვია.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის თანახმად, სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლი, ძირითადად, გამოწვეულია მძიმე არტილერიის და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით განხორციელებული შეტევებისა და სარაკეტო და საჰაერო დარტყმების შედეგად.
ამასთან, უმაღლესი კომისრის ოფისში განმარტავენ, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი გაცილებით მეტია.
Latest update on civilian casualties in context of Russia’s armed attack against #Ukraine: 4,481 killed, incl 284 children; 5,565 injured, incl 462 children, mostly caused by shelling & airstrikes. Actual toll is much higher. More ➡️ https://t.co/eDcwFV30fI pic.twitter.com/epZX7cG009
— UNHumanRightsUkraine (@UNHumanRightsUA) June 16, 2022