უკრაინული მხარის მტკიცებით, მათ რუსეთში დრონების საწყობი გაანადგურეს

უკრაინა

უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთში, თათრეთის რესპუბლიკაში, „ალაბუგას“ ეკონომიკურ ზონაში მდებარე საწყობი გაანადგურეს. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს.

როგორც უკრაინული დაზვერვა იუწყება, საწყობში „შაჰედ-136“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების ასაწყობი ნაწილები ინახებოდა.

საწყობში ინახებოდა დამრტყმელი დრონის 65 ფიუზელაჟი, ძრავები, სანავიგაციო სისტემები, კამერები, როლითაც 400 დრონი უნდა აეწყოთ. ნაწილების საერთო ღირებულება დაახლოებით 16 მილიონი დოლარი იყო.