უკრაინული მხარე კურსკის ოლქში რუსეთის კონტრშეტევის შეჩერების შესახებ იუწყება

უკრაინული მხარე

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში რუსეთის კონტრშეტევა შეაჩერებს. ინფორმაციას ადგილზე უკრაინული სამხედრო კომენდატურის წარმომადგენელი ავრცელებს.

„ისინი ფლანგებიდან ცდილობდნენ შეტევას, მაგრამ ჩვენ ეს შევაჩერეთ“, - აღნიშნა ალექსეი დმიტრაშოვსკიმ.

მისივე თქმით, რუსეთის ძალებმა ერთი დასახლებული პუნქტის დაკავება შეძლეს, რის შემდეგაც უკრაინელებმა ისინი შეაჩერეს. ამჟამად სიტუაცია სტაბილურია და ტერიტორია უკრაინული მხარის კონტროლს ექვემდებარება.