ევროპაში მოგზაურობის წესები იცვლება ! - ნახეთ, დეტალები
1737021978
ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა, შესაძლოა, უკრაინაში საბრძოლველად 84 ათასი ჩეჩენი მებრძოლი გააგზავნოს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, ჩეჩენი მებრძოლები რუსეთის რეგულარული არმიის რიგებში იქნებიან და მათთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას შეტევით ოპერაციებში.
კადიროვი ადრე არაერთხელ ამბობდა, რომ ჩეჩნეთმა რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის გეგმა გადაჭარბებით შეასრულა. თუმცა, როგორც უკრაინული მედია იუწყება, მოსკოვში ხვდებიან, რომ უკრაინაში მათი დანაკარგები იზრდება, რის გამოც ახალი ძალებია საჭირო.