უკრაინულ მედია: ლუგანსკის დაბომბვის შემდეგ, ზელენსკი პუტინთან სატელეფონო კომუნიკაციას ცდილობს

პუტინი

მოსალოდნელი ესკალაციის ფონზე, უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი, რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო კომუნიკაციას ცდილობს.

როგორც უკრაინული მედია წერს, კრემლში ვლადიმერ ზელენსკის თხოვნას უარით უპასუხეს.

„უკრაინამ, როგორც პასუხისმგებელმა ქვეყანამ, მოსალოდნელი ესკალაციის ფონზე რუსეთის ფედერაციას და ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციას სატელეფონო კომუნიკაციის თხოვნით მიმართა”, – აცხადებს ზელენსკი.

ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკში მდებარე სოფელი დაბომბეს, რის შედეგადაც, ორი პირი დაშავდა.