პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინაში ყველა ენერგეტიკული ობიექტი აღდგენილია, რომლებიც 10 ოქტომბერს რუსული ძალების მიერ განხორციელებული მასირებული სარაკეტო იერიშის დროს დაზიანდა. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.
„ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის შემდეგ, ჩვენ 14 ოქტომბრისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების სტაბილიზაცია მოვახდინეთ. მომხმარებლებისთვის შეზღუდვების გრაფიკი აღარ გამოიყენება. ამჟამად მთელი ენერგოსისტემა გამართულად მუშაობს“. - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.
მან ასევე განაცხადა, რომ მაგისტრალური ქსელების სიმძლავრე დაკლებულია მრავალრიცხოვანი დაზიანების გამო. მისი თქმით, მთავრობა 9,6 მლნ დოლარს გამოყოფს კიევის და სუმის ოლქებში ინფრასტრუქტურის ობიექტების აღსადგენად.
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სარაკეტო შეტევები 10,11 და 12 ოქტომბერს განახორციელეს.