პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დონბასში ცეცხლი კიდევ ერთხელ გახსნეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, სოფელ სტანიცა ლუგანსკაში სეპარატისტების გასროლილი ერთ-ერთი ჭურვი საცხოვრებელ სახლს დაეცა. რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
უკრაინის ხელისუფლების განაცხადებით, ლუგანსკაში გუშინ დილითაც გახსნეს ცეცხლი საოკუპაციო ძალებმა, რა დროსაც ჭურვები საბავშვო ბაღს მოხვდა. შემთხვევა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პროვოკაციად შეაფასა.
შეგახსენებთ, 17 თებერვალს რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 50-ჯერ დაარღვიეს, დაიბომბა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, საბავშვო ბაღი დასახლება სტანიცა ლუგანსკაში.