უკრაინის თავდაცვის მინისტრის განმარტებით, მომლაპარაკებელმა ჯგუფებმა ომის შეჩერების საკვანძო საკითხები განიხილეს - საუდის არაბეთში მორიგი შეხვედრა დღეს შედგება

NBC News: პენტაგონი უკრაინას თეთრი ფოსფორის ბომბების მიწოდებას სთავაზობდა, თუმცა თეთრმა სახლმა უარი განაცხადა

უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების ერ რიადში გამართული მორიგი შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის თავდაცვის მინისტრი წერს. რუსტემ უმეროვის განმარტებით, მომლაპარაკებელმა ჯგუფებმა ომის შეჩერების საკვანძო საკითხები განიხილეს. მათ შორის იყო ენერგეტიკული სფეროც. თავდაცვის მინისტრი ასევე წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტის მიზანია "ქვეყნისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფა".

მხარეები დღეს საუდის არაბეთში ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეხვდებიან. დასავლური მედია წერს, რომ შეხვედრაზე აქცენტი ენერგოინფრასტრუქტურაზე ცეცხლის 30 დღიანი შეწყვეტა იქნება.

შეხვედრებიდან რეალური შედეგის მოლოდინშია ამერიკული მხარე. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალურმა წარმომადგენელმა სტიფ უიტკოფმა განაცხადა. "სიბიეს ნიუსთან" საუბარში პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცი კი ამბობს, რომ ისინი "ისე ახლოს არიან მშვიდობასთან, როგორც არასდროს".