უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მტერმა შეტევითი ოპერაციის ტემპი შეანელა

ომი

უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, გასული 24 საათის განმავლობაში მტერმა შეტევითი ოპერაციის ტემპი შეანელა. შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ძალები ძირითადად სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ახორციელებენ რაკეტებითა და ბომბებით დარტყმებს.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთი კვლავ ფოკუსირებულია ქალაქების: კიევის, სუმის, ხარკოვის, მარიუპოლის, ნიკოლევისა და ჩერნიგოვის ალყაში მოქცევასა და დაპყრობაზე.

აქვე, მტრის ძალები ცდილობენ, სახმელეთო დერეფანი შექმნან ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულსა და რუსეთს შორის.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ რუსეთი კვლავ განიცდის მნიშვნელოვან დანაკარგს და ცდილობს, გაზარდოს საწვავის მიწოდება ე.წ. საველე მილსადენების ქსელის შექმნით.