უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი აცხადებს, რომ უკრაინას ყირიმის დაბრუნების რეალისტური გეგმა აქვს

ალექსანდრ სირკი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრ სირკი აცხადებს, რომ უკრაინას აქვს ყირიმის დაბრუნების გეგმა და ეს რეალისტურია.

ამის შესახებ მან ბრიტანულ გამოცემა „გარდიანთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ეს რეალისტურია. რა თქმა უნდა, ეს არის სამხედრო საიდუმლო. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, რომ მივაღწიოთ 1991 წლის მდგომარეობით საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, რომ გავათავისუფლოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც იტანჯებიან“, – განაცხადა უკრაინელმა გენერალმა.

სირსკის განცხადებით, მობილიზაციის გარეშე უკრაინა ვერ შეძლებს ახალი რეზერვებისა და ბრიგადების შექმნას, რომლებიც უკრაინას სჭირდება იმ ფონზე, როდესაც რუსეთი ზრდის თავის სახმელეთო ჯარებს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის ყველა მოქალაქემ შეასრულოს თავისი კონსტიტუციური ვალდებულება“, – თქვა გენერალმა და მოუწოდა საზღვარგარეთ მცხოვრებ უკრაინელებს იგივე გააკეთონ.

„ვიმედოვნებ, რომ გამარჯვების შემდეგ, ისინი შეძლებენ, მოუყვნენ შვილიშვილებს, სად იყვნენ. სად იყავით თქვენ, როდესაც უკრაინის ყველა მოქალაქე იბრძოდა ასეთ გაცხარებულ ბრძოლებში? ეს არის კითხვა“, – თქვა უკრიანის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.